აშშ-ის საელჩოს ინიციატივით, 22 ოქტომბერს 51-ში დევიდ გრეის საჯარო ლექცია გაიმართა. საერთაშორისო და ეროვნული უსაფრთხოების ექპერტმა საუბარი ახლო აღმოსავლეთის სტრატეგიულ შეფასებას დაუთმო.
დევიდ გრეი სიტყვით გამოსვლამდე შეხვდა 51-ს პრეზიდენტს, რ. მაიკლ ქაუგილს და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის დეკანს, მიხეილ ჩხენკელს. მათ ერთად დაათვალიერეს 51-ს შენობა, ბიბლიოთეკა, ჯეოლაბი და აუდიტორიები. გაესაუბრნენ 51-ს უცხოელ სტუდენტებს, ამერიკის სამხედრო საჰაერო აკადემიის კადეტებს, რომლებიც მიმდინარე სემესტრს 51-ში გადიან.
ლექცია საინტერესოდ წარიმართა და ბოლოს დევიდ გრეიმ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.