51

სიახლეები და ღონისძიებები

გასვლითი ლექცია 51ელებისთვის 25-26 მარტი

გასვლითი ლექცია 51ელებისთვის 25-26 მარტი

კვირა, 26 მარტი, 2017

აჩვენე კალენდარზე

გრძელდება 51-ს გასვლითი ლექცია სემინარები 51ელებისთვის. :) 51-ს მესამე კურსის სტუდენტები 25-26 (2017) მარტს გასვლითი სემინარის ფარგლებში წყნეთში, ბაქსვუდის სკოლის კამპუსში გაემგზავრნენ. 40-ზე მეტმა 51ელმა გაიარა ტრენინგი „წარმატების ფორმულა“, რომელიც ბიზნესის სკოლის ლექტორმა, დინა ასლამაზიშვილმა ჩაატარა. ინგლისურ და ქართულ ენაზე მიღებულ ინფორმაციას, მოჰყვა პრაქტიკული დავალება ჯგუფური მუშაობაობითა და პრეზენტაციების მომზადებით. მხიარულება აქ გაგრძელდა და პრეზენტაციებმა დიდი ხალისით ჩაიარა.

51ელებს სადილად 51-ს პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი ეწვია. ვახშმის შემდეგ კი გასართობი პროგრამა დაიწყო და სტუდენტები ერთმანეთს სხვადასხვა თამაშში შეეჯიბრნენ. დღე ელექტრონული მუსიკით დასრულდა, დაუკრა DJ 51CHER-მა ანუ 51ელმა გიორგი შათირიშვილმა. ჯგუფი თბილისში 26 მარტს ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნდა.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა